Corriere dello sport-ი - მსგავსი შედეგი მხოლოდ მესი-ნეიმარს აქვთ, კვარაცხელია გენიალური და კეთილშობილია #1TVSPORT
Corriere dello sport-ი - მსგავსი შედეგი მხოლოდ მესი-ნეიმარს აქვთ, კვარაცხელია გენიალური და კეთილშობილია #1TVSPORT

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, Corriere dello sport-მა „იუვენტუსთან“ მოგებული (5:1) მატჩის შემდეგ „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და შედეგიანობით (გოლი+საგოლე გადაცემა) ევროპის ტოპ 5 ლიგის ორ საუკეთესო მოთამაშეს, ნეიმარსა და მესის შეადარა.

ნეიმარი და მესი კვარაცხელიას როლში – ფაქტი, რომელმაც აოცებს ევროპას

„ნაპოლის“ შემტევი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ შოუს შემდეგ სტატისტიკითაც გამოარჩიეს – 77-მა ნომერმა გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ნაპოლის“ თავდამსხმელს ჩემპიონატის 18 ტურის შემდეგ განსაკუთრებული უპირატესობა აქვს: „იუვენტუსის“ წინააღმდეგ დიდი გამოცდის შემდეგ, ევროპის ტოპ 5-ში ქართველი ერთ-ერთია იმ სამ მოთამაშეს შორის, რომლებმაც უკვე შვიდი გოლი მაინც გაიტანეს და საგოლე გადაცემებიც დააგროვეს. სხვა ორი მოთამაშე, რომლებსაც ასეთივე სტატისტიკა გააჩნიათ, ნეიმარი და მესი არიან. ეს კვარას კლასისა და მისი გადამწყვეტი როლის დამატებითი დადასტურება.

„ნაპოლის“ 77 ნომერმა „იუვენტუსთან“ მეორე გოლი გაიტანა და ასისტენტობა გაუწია რაჰმანისა და ოსიმენს. თუმცა, გოლებისა და ასისტების გარდა, ის გუნდში გადამწყვეტ როლს ასრულებს მოპოვებული პენალტების სიმრავლით, აგრეთვე ოპონენტებს აიძულებს, ყვითელი ბარათები მიიღონ. კვარა ისევეა, როგორც მესი და ნეიმარი, რომლებსაც „პარი სენ-ჟერმენშიმპაბეზე ნაკლები გააქვთ, თუმცა ფრანგს მხოლოდ ორი საგოლე გადაცემა აქვს. გენიალურობა და კეთილშობილება – ეს არის კვარაცხელია“, – წერს იტალიური გამოცემა.