Corriere dello Sport-მა კვარაცხელია მბაპეს შეადარა - ქართველი ილუზიონისტი „მილანთან“ „ნაპოლის“ შეტევის ლიდერი იქნება #1TVSPORT
Corriere dello Sport-მა კვარაცხელია მბაპეს შეადარა - ქართველი ილუზიონისტი „მილანთან“ „ნაპოლის“ შეტევის ლიდერი იქნება #1TVSPORT

„ილუზიონისტი, რომელიც „მილანს“ შეუტევს“, – ასე დაასათაურა Corriere dello Sport-მა „ნაპოლისა“ და „მილანის“ წინასამატჩო წერილი, რომელშიც ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას როლზეა გამახვილებული.

„ქართველი თადამსხმელი გასული სეზონის შემდეგ სასურველ ფორმაში დაბრუნდა და მას „სტადიო მარადონაზე“ „მილანთან“ გასამართ დიდ მატჩში, ოსიმენის არყოფნის გამო, ნეაპოლელთა შეტევების ლიდერობა მოუწევს.

ხვიჩას შეუძლია, თავის გუნდზე ისეთივე გავლენა მოახდინოს, როგორც ეს კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთა, როცა ფრანგული კლუბის ლიდერმა „როსონერის“ დიდი სირთულეები შეუქმნა.

„ნაპოლის“ 77-მა ნომერმა „ჰელას ვერონასთან“ და „უნიონ ბერლინთან“ მატჩების ბედი გადაწყვიტა. ახლა მესამე შეხვედრაშიც მთავარი როლი უნდა ითამაშოს. „მილანს“ კი მოუწევს, კიდევ ერთხელ სცადოს მისი „გალიაში“ მოქცევა“, – წერს Corriere dello Sport-ი.

იტალიის სერია A-ს მეათე ტურში „ნაპოლი“ „მილანს“ „სტადიო მარადონაზე“ 29 ოქტომბერს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.