„კორიერე დელო სპორტი“ - „ლურჯი ძმების“, კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი 200 მილიონი ევრო ღირს #1TVSPORT
„კორიერე დელო სპორტი“ - „ლურჯი ძმების“, კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი 200 მილიონი ევრო ღირს #1TVSPORT

„ნაპოლის“თავდამსხმელთა დუეტი, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, 200 მილიონი ევრო ღირს, მათი თამაში ყველას აღაფრთოვანებს – ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Corriere dello Sport წერს.

აურელიო დე ლაურენტისისნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგაში 6 მატჩიდან 5 მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი კი სეზონის ამ მონაკვეთის გმირები არიან და ყველას აჩვენეს, თუ რამდენად სახიფათოები შეიძლება იყვნენ. ისინი დღევანდელი „ნაპოლის“ სახეს წარმოადგენენ, მათ ტიტულები სწყურიათ. ეს დუეტი ამ სეზონში შესანიშნავად თამაშობს. ლუჩანო სპალეტიმ მშვენივრად მოახერხა მათი გუნდთან შეთამაშება, მწვრთნელმა ხელი შეუწყო მათ ტაქტიკურად ზრდასა და ჩამოყალიბებას“ – წერს იტალიური გამოცემა.

Corriere dello Sport-მა ოსიმენისა და კვარაცხელიას დუეტს „ლურჯი ძმები“ უწოდა: „ნეაპოლელთა რიგებში ყველაზე მეტი, 15 გოლი, ​კვარაცხელიასა და ისიმენის დუეტის ანგარიშზეა. გუნდში სხვა მნიშვნელოვანი ფეხბურთელებიც არიან – ლოზანო, პოლიტანო, რასპადორი, სიმეონე – ამ სეზონში ყველა მათგანმა გაიტანა. შემთხვევითი არ არის, რომ სპალეტის გუნდს სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს.

აურელიო დე ლაურენტისმა ოსიმენის ტრანსფერი 100 მილიონ ევროდ შეაფასა, ამავე მაჩვენებელს უახლოვდება კვარაცხელიაც. ეს არ არის გაზვიადებული ციფრები, ეს არის შეფასება, რომელიც დაკავშირებულია მათ თვისებებთან, ტალანტთან და ასაკთან: ოსიმენი ​29 დეკემბერს 24 წლის გახდება, კვარაცხელია კი 12 თებერვალს – 22 წლის“ – წერს იტალიური გამოცემა.