Corriere dello Sport - ექიმები შეაფასებენ კვარაცხელიას მდგომარეობას, შეძლებს თუ არა „უდინეზესთან“ თამაშს #1TVSPORT
Corriere dello Sport - ექიმები შეაფასებენ კვარაცხელიას მდგომარეობას, შეძლებს თუ არა „უდინეზესთან“ თამაშს #1TVSPORT

Corriere dello Sport-ის ცნობით, „უდინეზესთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის შესაძლებლობა ბოლომდე გამორიცხული არ არის და მის მდგომარეობას „ნაპოლის“ სამედიცინო სტაფი ყოველდღიურ რეჟიმში აფასებს.

„იქნება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ 2022 წლის ბოლო მატჩში, რომელიც შაბათს „სტადიო მარადონაზე“ „უდინეზესთან“ გაიმართება? ჩვენი ცნობით, ვითარების მონიტორინგი უახლოეს დღეებში მოხდება. აუცილებელია, შეფასდეს კვარაცხელიას მდგომარეობა, რომელიც წელის არეში ტკივილის გამო, გუშინ თერაპიის კურსს იტარებდა და გამოტოვა როგორც გასვლითი მატჩი ბერგამოში „ატალანტასთან“, ასევე „ემპოლისთან“ ბოლო დაპირისპირება“, – წერს Corriere dello Sport

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით იტალიური გამოცემა „რეპუბლიკა“ ამტკიცებდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ, შესაძლოა, გამოტოვოს „სტადიო მარადონაზე“ შაბათს „უდინეზესთან“ დაგგემილი შეხვედრა.