Corriere della Sera - კვარაცხელია პარიზში დღეს გაემგზავრება, მან თვითმფრინავი გუშინ დაჯავშნა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთში ახალი თავგადასავლის დასაწყებად მზადაა, ის საფრანგეთის დედაქალაქში დღეს გაემგზავრება, – ინფორმაციას Corriere della Sera ავრცელებს.
„ხვიჩა კვარაცხელია მალე პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება. ის საფრანგეთის დედაქალაქში შუადღისას გაფრინდება, თვითმფრინავი გუშინ საღამოს უკვე დაჯავშნილი იყო.
ხვიჩა კასტელ ვოლტურნოში თანაგუნდელებს დაემშვიდობა. ფეხბურთელი ნეაპოლს კარგი მოგონებებით ტოვებს. ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელმაც ნეაპოლელებს სკუდეტო მოაგებინა. ასეთი მომენტის დავიწყება, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის“, – წერს Corriere della Sera.