ცონგამ მეცის ტურნირზე გამარჯვებით მე-18 ტიტული მოიგო
ცონგამ მეცის ტურნირზე გამარჯვებით მე-18 ტიტული მოიგო

ფრანგმა ჩოგბურთელმა ჟო-ვილფრედ ცონგამ კარიერაში მე-18 ტიტული მოიგო. ცონგამ საკუთარ კედლებში, მეცის ტურნირის ფინალში, ალიაჟ ბედენე ანგარიშით – 6:7, 7:6, 6:3 დაამარცხა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და თითქმის სამი საათი გაგრძელდა. ფრანგმა ფინალამდე პაბლო-ანდუხარს, ჰერბერტს, ბასილაშვილს, პუიეს და ბედენეს აჯობა.

ცონგას მოგებული 18 ტიტულიდან ორი „მასტერსია“, დანარჩენი კი 250-იანი და 500-იანი სერიის ტურნირებია. ტურნირის მოგებით, მან 90 390 ევრო და 250 სარეიტინგო ქულა მიიღო.