ცონგამ და პერმა ჩოგბურთის კორტზე ფეხბურთი ითამაშეს (ვიდეო)

ფრანგმა ჩოგბურთელებმა ჟო ვილფრედ ცონგამ და ბენუა პერმა ჰალეში მიმდინარე ტურნირზე მატჩის დროს პატარა შოუ დადგეს.

მეორე სეტის მესამე გეიმში, ჩაწოდების შემდეგ, პერის შემთხვევით ჩოგანი ხელიდან გაუვარდა, რის შემდეგაც ცონგას მიერ დაბრუნებულ ბურთს ფეხი დაუხვედრა და ისე გადაგზავნა მოწინააღმდეგის მხარეს. ცონგამაც ანალოგიურად უპასუხა და ჩობბურთელებმა რამდენიმეწამიანი ფეხბურთი გამართეს.

მატჩი ცონგას გამარჯვებით, ორ სეტში დასრულდა ,ანგარიშით 6:4 7:5.

ჰალეს ტურნირის მეორე წრეში ფრანგის მეტოქე შვიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი იქნება.