ცნობილია თბილისში გასამართი RAF-ის ღონისძიების ყველა შეხვედრა #1TVSPORT

16:16, 23.06.2026

ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ი 11 ივლისს თბილისში, თბილისი არენაზე ღონისძიებას ჩაატარებს.

ორგანიზაციამ დაასახელა ყველა ბრძოლა, რომელიც საქართველოს დედაქალაქში შედგება. ღონისძიებაში მონაწილეობას 5 ქართველი მიიღებს – მერაბ დვალიშვილი, გივი მაჭარაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გენო პეტრიაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

მთავარი შეხვედრა UFC-ს ყოფილ ჩემპიონებს, მერაბ დვალიშვილსა და ჰენრი სეხუდოს შორის შედგება. ასევე თბილისში გაიმართება ორი სატიტულო ბრძოლა.

RAF თბილისის ყველა შეხვედრა:

მერაბ დვალიშვილი – ჰენრი სეხუდო

კაილ სნაიდერი – აბდულრაშიდ სადულაევი (ქამრისთვის)

არმან ცარუკიანი – კუატ ხამიტოვი

ზაკ ილამი – გივი მაჭარაშვილი

კაილ დეიკი – ვლადიმერ გამყრელიძე (ქამრისთვის)

გენო პეტრიაშვილი – ჯეიკ ვარნერი

ჰელენ მარულისი – ანჰელინა ლისაკი

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – კონორ ბიბი

ანასტასია ნიჩიტა – ვინეშ ფოგატი

ერნაზარ ახმატალიევი – ზეინ რეზერფორდი

ჯეფ ჯარეტი – რაზამბეკ ჟამალოვი

ოუენ ჰარდი – ალიბეგ ალიბეგოვი

Real American Freestyle-ი თავისუფალი ჭიდაობის ფორმატია ამერიკული ხედვით, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

მსგავსი