ცნობილია სერია A-ს მომავალი სეზონის კალენდარი #1TVSPORT
ცნობილია სერია A-ს მომავალი სეზონის კალენდარი #1TVSPORT

იტალიის სერია A-მ 2025-26 წლების სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა. ჩემპიონატი 2025 წლის 24 აგვისტოს დაიწყება და 2026 წლის 24 მაისს დასრულდება.

სეზონში ოთხი შესვენება იქნება ფიფა-ს საერთაშორისო ფანჯრის ფარგლებში (7 სექტემბერი, 12 ოქტომბერი, 16 ნოემბერი, 29 მარტი). საშობაო და საახალწლო დღესასწაულების პერიოდში სერია A-ს ტურები გაიმართება 21 დეკემბერს, 28 დეკემბერს, 3 იანვარსა და 6 იანვარს.

პირველი ტურის წყვილები ასეთია: ატალანტა-პიზა, კალიარი-ფიორენტინა, კომო-ლაციო, ჯენოა-ლეჩე, ინტერი-ტორინო, იუვენტუსი-პარმა, მილანი-კრემონეზე, რომა-ბოლონია, სასუოლო-ნაპოლი, უდინეზე-ვერონა.

ტოპ კლუბების პირველი მატჩი მესამე ტურში (14 სექტემბერი) იქნება, როცა „იუვენტუსი“ თავის მოედანზე მიიღებს „ინტერს“.