ცნობილია, რატომ ჩაიშალა „ტრაბზონსპორთან“ მოლაპარაკება - „კრასნოდარი“ მზად არის, აზაროვში ორი მილიონი გადაიხადოს #1TVSPORT
ცნობილია, რატომ ჩაიშალა „ტრაბზონსპორთან“ მოლაპარაკება - „კრასნოდარი“ მზად არის, აზაროვში ორი მილიონი გადაიხადოს #1TVSPORT

ევრო-ფუტბოლმა“ რუსეთის პრემიერლიგის „კრასნოდარის“ სატრანსფერო გეგმებზე გამოაქვეყნა წერილი „ვის შეიძენს კრასნოდარი 2022 წლის ზამთარში“. გუნდის სატრანსფერო სიაში საქართველოს ნაკრების და ბათუმის „დინამოს“ მცველი, ირაკლი აზაროვიც ფიგურირებს. გამოცემის ცნობით, ქართული ბაზრის მიმართ ინტერესი რუსეთში ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუკა გაგნიძის კარგმა თამაშმა გაზარდა.

საინტერესოა, რომ „კრასნოდარის“ ხელმძღვანელობამ გააკვირვა ყველა, როდესაც განჩარენკო და მისი სამწვრთნელო შტაბი გადააყენა. აღმოჩნდა, რომ კლუბის პრეზიდენტი გალიცკი უკმაყოფილო იყო არა შედეგებით, არამედ 44 წლის ბელორუსი სპეციალისტისა და „კრასნოდარის“ გენერალური დირექტორის, ვლადიმირ ხაშიგის კონფლიქტით. პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა, ამიტომ გალიცკიმ მწვრთნელი დაითხოვა.

რაც შეეხება ირაკლი აზაროვს, ბათუმის „დინამოს“ მცველის საბაზრო ღირებულება ერთი მილიონი ევროა, მაგრამ გამოცემა ამტკიცებს, რომ გუნდი მზადაა, ორი მილიონი გადაიხადოს – ამ წერილიდან გასაგები გახდა, „ტრაბზონსპორთან“ მოლაპარაკება რატომ ჩაიშალა.

„ყაზანის „რუბინში“ ხვიჩა კვარაცხელიას წარმატების შემდეგ, რუსულმა კლუბებმა ყურადღება ქართულ ბაზარზე გადაიტანეს. ცოტა ხნის წინ ორ „დინამოს“ შორის გარიგება შედგა – ლუკა გაგნიძე თბილისიდან მოსკოვში გადავიდა. მომდევნო ქართველი რუსეთის ჩემპიონატში, შესაძლოა, 19 წლის მარცხენა ნახევარმცველი ირაკლი აზაროვი იყოს. ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობაში მან 42 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებშია ჩართული, რომლის შემადგენლობაშიც 6 მატჩი ჩაატარა. „ხარები“ მზად არიან ბათუმში 2 მილიონი ევრო გადარიცხონ. ქართველს მათ გარდა „ტრაბზონსპორი“ იწვევს“, – ამტკიცებს გამოცემა.

დატოვე კომენტარი