ცნობილია, რა რაოდენობის მაყურებელს დაუშვებენ „დინამო“- „ნეფთჩის“ მატჩზე #1TVSPORT
„დინამო თბილისისა“ და ბაქოს „ნეფთჩის“ მატჩზე ჩემპიონთა ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩის ბილეთების გაყიდვა გრძელდება.
როგორც საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენაზე” სტადიონის საერთო ტევადობის მაქსიმუმ 40%-ით შევსებაა ნებადართული.
სტადიონი ოფიციალურად 54,202 ადამიანს იტევს. ეს ნიშნავს, რომ ტრიბუნებზე მაქსიმუმ 21,700 მაყურებელი შეიძლება დაესწროს. „დინამოსა“ და „ნეფთჩის“ მატჩის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ელექტრონულად და „დინამო არენას“ სალაროებში.
აზერბაიჯანში, განმეორებით შეხვედრა 14 ივლისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩზე გულშემატკივარს არ დაუშვებენ. არადა, ახლახანს, ბაქომ ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის და მეოთხედფინალური მატჩები გამართა და ხალხი დაუშვეს.
„დინამო“ – „ნეფტჩის“ მატჩი 7 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო 102,3.