ცნობილია პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ახალი რეიტინგი
ცნობილია პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ახალი რეიტინგი

დღეს „პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციია“ (ATP) ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც ცხრილის სათავეში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი იმყოფება. წინა კვირის შედეგების მიხედვით, მან და ესპანელმა რაფაელ ნადალმა ადგილები გაცვალეს. ნოვაკს 8045 სარეიტინგო ქულა დაუგროვდა, ხოლო ნადალს – 7480.  ჯოკოვიჩი მსოფლიოს პირველი ჩოგანი 2016 წლის შემდეგ არ ყოფილა.

პირველ ათეულში დაბრუნდა იაპონელი კეი ნიშიკორი, ის მე-9 პოზიციაზეა. მისი ორი ადგილით დაწინაურება გამოიწვია იმან, რომ ბულგარელი გრეგორ დიმიტროვი ათეულს მიღმა დარჩა. ნიშიკორის ადგილი დაუთმო და მე-9 ადგილიდან ერთი საფეხურით ზემოთ გადაინაცვლა ამერიკელმა ჯონ ისნერმა. სხვა ცვლილებები პირველ ათეულში ამ მომხდარა.

მეორე ათეულში ყველაზე დიდი პროგრესი რუსმა კარენ ხაჩანოვმა განიცადა. მან მე-18 ადგილიდან მე-11 საფეხურზე გადაინაცვლა და ძალიან ცოტა დააკლდა ათეულში შესვლამდე. შეგახსენებთ, რომ ხაჩანოვმა გუშინ პარიზის მასტერსის ფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.

ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის მსოფლიო რეიტინგის 21-ე ჩოგბურთელია, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მას 1795 ქულა აქვს და მე-20 ადგილზე მყოფ იტალიელ მარკო ჩეკინატოს 24 ქულით ჩამორჩება.