ცნობილია პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა პლეი ოფის მატჩებისთვის #1TVSPORT
ცნობილია პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა პლეი ოფის მატჩებისთვის #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა დაასახელა შემადგენლობა, რომელსაც უახლოესი სანაკრებო მატჩებისთვის მოამზადებს. პორტუგალიას 24 მარტს ელოდება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალი თურქეთთან. გამარჯვების შემთხვევაში, პორტუგალია 29 მარტს შეხვდება ფინალში იტალიასა და მაკედონიას შორის მოგებულს.

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები – ანტონი ლოპეში (ლიონი, საფრანგეთი), დიოგო კოშტა (პორტუ), რუი პატრისიო (რომა, იტალია);

მცველები სედრიკ სუარეში (არსენალი, ინგლისი), დიოგო დალოტი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), გონსალო ინასიო (სპორტინგი),ჟოზე ფონტე (ლილი, საფრანგეთი), პეპე (პორტუ), ნუნუ მენდეში (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), რაფაელ გერეირო (დორტმუნდი, გერმანია);

ნახევარმცველები – დანილო პერეირა (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), რუბენ ნევეში (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ვილიამ კარვალიო (ბეტისი, ესპანეთი), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ჟოაო მოუტინიო (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), მატეუშ ნუნიეში (სპორტინგი), ოტავიო მონტეირო (პორტუ), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი);

ფორვარდები – ანდრე სილვა (აინტრახტი, გერმანია), კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი, იტალია), დიოგო ჟოტა (ლივერპული, ინგლისი), გონსალო გედეში (ვალენსია, ესპანეთი), ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო, ესპანეთი), რაფაელ ლეაო (მილანი, იტალია).