ცნობილია ნომინანტები ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე
ცნობილია ნომინანტები ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA) წარმოადგინა ნომინანტები პრემიერლიგის 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე.

სიაში ორი ფეხბურთელია „მანჩესტერ სიტიდან“ – კევინ დე ბრუინი და რაჰიმ სტერლინგი, აგრეთვე ოთხი ფეხბურთელი „ლივერპულიდან“ – ვირჯილ ვან დეიკი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, სადიო მანე და ჯორდან ჰენდერსონი.

უფრო ადრე, პრემიერლიგის ვერსიით სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა დე ბრუინი, ჟურნალისტების ვერსიით – ჰენდერსონი და გულშემატკივრების ვერსიით – მანე.

PFA-მ ასევე დაასახელა ნომინანტები სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის (23 წლამდე) გამოსავლენად. სიაში მოხვდნენ: ტამი აბრაჰამი, მეისონ მაუნტი (ორივე – „ჩელსი“), მეისონ გრინვუდი, მარკუს რეშფორდი (ორივე – „მანჩესტერ იუნაიტედი“), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი („ლივერპული“) და ბუკაიო საკა („არსენალი“).