ცნობილია ნიკოლა იოკიჩის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო ვადები #1TVSPORT
„დენვერ ნაგეტსის“ სერბი ცენტრი ნიკოლა იოკიჩი იანვრის ბოლოს შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ამერიკული ტელეკომპანია ESPN-ი. უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ კალათბურთელს მუხლის დაზიანება დაუდგინეს, მაგრამ, ამასთან, მყესები დაუზიანებელი დარჩა.
სერბმა ტრავმა „მაიამის“ წინააღმდეგ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში მიიღო.
მიმდინარე სეზონში იოკიჩმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალო სამმაგი დუბლი აქვს – 29,6 ქულა, 12,2 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა.