ცნობილია ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობა ესპანეთთან მეოთხედფინალებისთვის #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა შემადგენლობა დაასახელა ერთა ლიგის მეოთხედფინალისთვის ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ.
მთავარი სიახლეა ნაკრებში მემფის დეპაის დაბრუნება, რომელიც ბრაზილიის „კორინთიანსში“ თამაშობს.
მეკარეები – ბარტ ვერბრუგენი (ბრაიტონი, ინგლისი), მარკ ფლეკენი (ბრენტფორდი, ინგლისი), ნიკ ოლი (სპარტა);
მცველები – ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული, ინგლისი), დენზელ დუმფრიზი (ინტერი, იტალია), ჯერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი, გერმანია), იორელ ჰატო (აიაქსი), იან პოლ ვან ჰეკე (ბრაიტონი, ინგლისი), ნათან აკე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ლუტშარელ გერტრუიდა (ლაიპციგი, გერმანია), იურიენ ტიმბერი (არსენალი, ინგლისი), სტეფან დე ვრი (ინტერი, იტალია);
ნახევარმცველები – რაიან გრავენბერხი (ლივერპული, ინგლისი), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა, ესპანეთი), ტეუნ კოოპმაინერსი (იუვენტუსი, იტალია), ჩავი სიმონსი (ლაიპციგი, გერმანია), ტიჯანი რეინდერსი (მილანი, იტალია), კენეტ ტეილორი (აიაქსი), იერდი სხაუტენი (ეინდჰოვენი);
ფორვარდები – მემფის დეპაი (კორინთიანსი, ბრაზილია), კოდი გაკპო (ლივერპული, ინგლისი), ნოა ლანგი (ეინდჰოვენი), დონიელ მალენი (ასტონ ვილა, ინგლისი), ჯასტინ კლუივერტი (ბორნმუთი, ინგლისი).
ნიდერლანდებსა და ესპანეთს შორის მეოთხედფინალის პირველი მატჩი 20 მარტს გაიმართება, განმეორებითი – 23 მარტს.