ცნობილია მსოფლიოს ჩემპიონატისთვის პორტუგალიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა #1TVSPORT
ცნობილია მსოფლიოს ჩემპიონატისთვის პორტუგალიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა წინასწარი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის. სიაში 55 ფეხბურთელია:

მეკარეები – დიოგო კოშტა (პორტუ), რუი პატრისიო (რომა, იტალია), ანტონი ლოპესი (ლიონი, საფრანგეთი), ჟოზე სა (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), რუი სილვა (ბეტისი, ესპანეთი);

მცველები – დიოგო დალოტი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ნუნუ ტავარეში (მარსელი, საფრანგეთი), დანილო პერეირა (პსჟ, საფრანგეთი), ნელსონ სემედო (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), სედრიკ სოარეში (არსენალი, ინგლისი), ტიერი კორეია (ვალენსია, ესპანეთი), ანტონიო სილვა (ბენფიკა), დავიდ კარმო (პორტუ), დიოგო ლეიტე (უნიონი, გერმანია), ჟოზე ფონტე (ლილი, საფრანგეთი) ფაბიო კარდოსო (პორტუ), გონსალო ინასიო (სპორტინგი), პეპე (პორტუ), რუბენ დიასი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ტიაგო ჯალო (ლილი, საფრანგეთი), დომინგუშ დუარტე (ხეტაფე, ესპანეთი), მარიო რუი (ნაპოლი, იტალია), ნენე მენდეში (პსჟ, საფრანგეთი), რაფაელ გერეირო (დორტმუნდი, გერმანია);

ნახევარმცველი – ვილიამ კარვალიო (ბეტისი, ესპანეთი), ფლორენტინო ლუისი (ბენფიკა), ჟოაო მოუტინიო (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ფაბიო კარვალიო (ლივერპული, ინგლისი), ფაბიო ვიეირა (არსენალი, ინგლისი), რუბენ ნევეში (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ოტავიო (პორტუ), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), მატეუშ ნუნიესი (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ბრუნო ფერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ჟოაო მარიო (ბენფიკა), რენატო სანჩესი (პსჟ, საფრანგეთი), ჟოაო პალინია (ფულჰემი, ინგლისი), ვიტინია (პსჟ, საფრანგეთი), ნუნუ სანტოსი (სპორტინგი), სერჟიო ოლივეირა (გალათასარაი, თურქეთი);

ფორვარდები – ანდრე სილვა (ლაიპციგი, გერმანია), პაულინიო (სპორტინგი), რიკარდო ორტა (ბრაგა), გონსალო გედეში (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო, ესპანეთი), ჟოტა (სელტიკი, შოტლანდია), პედრო გონსალვეში (სპორტინგი), ფრანსისკო ტრინკაო (სპორტინგი), რაფაელ ლეაო (მილანი, იტალია), დანიელ პოდენსე (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ბეტო (უდინეზე, იტალია), გონსალო რამოსი (ბენფიკა), ვიტინია (ბრაგა)

პორტუგალია მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე განასთან, სამხრეთ კორეასთან და ურუგვაისთან ითამაშებს.