„ი ეს ფი ენის“ (ESPN) ვებგვერდის მომხმარებლებმა გამოკითხვის შედეგად აირჩიეს მსოფლიო სპორტის 10 მთავარი ბოროტი. პირველი ადგილი დაიკავა „ბარსელონას“ ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა. ის არაერთხელ იყო შემჩნეული მინდორზე სიმულაციაში, ასევე არასპორტულ საქციელში. გარდა ამისა, რამდენჯერმე მატჩების დროს მეტოქეებს უკბინა.
ასევე პირველ სამეულში მოხვდნენ – ინგლისელი ფეხბურთელი ჯოი ბარტონი, რომელიც აგრესიული საქციელით გამოირჩეოდა და ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონი.
სპორტულ სამყაროში 10 ყველაზე ბოროტი სპორტსმენის სია ასე გამოიყურება:
1. ლუის სუარესი (ფეხბურთი)
2. ჯოი ბარტონი (ფეხბურთი)
3. მაიკ ტაისონი (კრივი)
4. ჟოზე მოურინიო (ფეხბურთი)
5. დიეგო კოშტა (ფეხბურთი)
6. ფლოიდ მეივეზერი (კრივი)
7. სერხიო რამოსი (ფეხბურთი)
8. დავიდ უორნერი (კრიკეტი)
9. დიეგო მარადონა (ფეხბურთი)
10. როი კინი (ფეხბურთი)