ცნობილია, კვარაცხელია საუკეთესოებში რომელმა მწვრთნელებმა და მენეჯერებმა დაასახელეს
ცნობილია, კვარაცხელია საუკეთესოებში რომელმა მწვრთნელებმა და მენეჯერებმა დაასახელეს

ცნობილია, რომ ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დაასახელეს – გამოკითხვა პოპულარულმა გამოცემა „სპორტ ექსპრესმა“ ჩაატარა.

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფლანგის თავდამსმელი მე-13 ადგილზე გავიდა. რუსული გამოცემა „სპორტ ექსპრესის“ გამოკითხვაში მონაწილეობენ მწვრთნელები, მენეჯერები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები, ასახელებენ საუკეთესო ხუთეულს, ადგილების მიხედვით კი ქულები 5-იდან 1-მდე მერყეობს.

კვარაცხელიამ 12 ხმა მიიღო, 2 – ჟურნალისტებისგან, 3 – მწვრთნელებისგან, 7 – მენეჯერებისგან. ქართველი ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ მეხუთე ადგილზე გაიყვანა, ვოლგოგრადის „როტორის“ დამრიგებელმა, ალექსანდრე ხაცკევიჩმა კი – მეოთხეზე. ყაზანელთა გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმონოვმა ხვიჩა მესამე პოზიციაზე დაწერა, ხოლო „ტამბოვის“ სპორტულმა დირექტორმა, პაველ ხუდობიაკმა – მეორეზე.

საინტერესო დეტალია – მოსკოვის „ლოკომოტივის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ კიკნაძემ კვარაცხელიას ადგილი ხუთეულში საერთოდ ვერ გამონახა. საქართველოს ნაკრების 19 წლის შემტევმა რუსეთის ნაკრების ცენტრალურ მცველს, მოსკოვის „სპარტაკის“ კაპიტან გიორგი ჯიქიას გადაასწრო. საუკეთესოებში სულ 28 მოთამაშე დაასახელეს და სხვა ქართველი არ მოხვედრილა.