ცნობილია კოტ დ'ივუარის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის #1TVSPORT
აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფეხბურთო ქვეყნის, კოტ დ’ივუარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ემერს ფაემ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
კოტ დ’ივუარის ნაკრები მუნდიალზე E ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ეკვადორი, გერმანია და კურასაო იქნებიან.
გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა ბოლო წლებში ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ვილფრიდ ზაჰა, ასევე სებასტიან ალე.
მეკარეები: იაჰია ფოფანა („რიზესფორი“), მოჰამედ კონე („შარლერუა“), ალბან ლაფონი („პანათინაიკოსი“)
მცველები: გელა დუე („სტრასბურგი“), ემანუელ აგბადუ („ბეშიქთაში“), ევან ნდიკა („რომა“), უსმან დიომანდე („სპორტინგი“), ვილფრიდ სინგო („გალათასარაი“), ოდილონ კოსუნუ („ატალანტა“), კლემან აკპა („ოსერი“), ჟისლენ კონანი („ჟილ ვისენტე“)
ნახევარმცველები: ფრანკ კესიე („ალ-აჰლი“), იბრაჰიმ სანგარე („ნოტინგემი“), სეკო ფოფანა („პორტუ“), კრისტ ინაო-უნაი („ტრაბზონსპორი“), ჟან-მიკაელ სერი („მარიბორი“), პარფე გიაგონი („შარლერუა“)
თავდამსხმელები: ამად დიალო („მანჩესტერ იუნაიტედი“), სიმონ ადინგრა („მონაკო“), ელიე ვაჰი („ნიცა“), ბაზუმანა ტურე („ჰოფენჰაიმი“), იან დიომანდე („ლაიფციგი“), ანჟ-იოან ბონი („ინტერი“), უმარ დიაკიტე („სერკლ ბრიუგე“), ევან გესანი („კრისტალ პალასი“), ნიკოლა პეპე („ვილიარეალი“)