ცნობილია კლუბი, რომელმაც საკუთარი აღზრდილების გაყიდვით ნახევარ მილიარდზე მეტი გამოიმუშავა #1TVSPORT

07:41, 14.04.2026

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) გამოაქვეყნა კლუბების რეიტინგი, რომლებმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღეს საკუთარი აღზრდილების გაყიდვით.

სიის ლიდერი გახდა „ბენფიკა“, რომელმაც თავისი მოთამაშეების ტრანსფერებით 589 მილიონი ევრო გამოიმუშავა. შემდეგ მოდიან „აიაქსი“ (454 მლნ) და „ჩელსი“ (442 მლნ).

CIES-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის ტოპათეული ასე გამოიყურება:

  1. ბენფიკა – 589 მლნ
  2. აიაქსი – 454 მლნ
  3. ჩელსი – 442 მლნ
  4. ლიონი – 423 მლნ
  5. სპორტინგი – 417 მლნ
  6. მანჩესტერ სიტი – 404 მლნ
  7. რეალი – 395 მლნ
  8. მონაკო – 378 მლნ
  9. პალმეირასი – 356 მლნ
  10. ლევერკუზენი – 339 მლნ

მსგავსი