ცნობილია ხუთი პრეტენდენტი აფრიკის წლის ფეხბურთელის პრიზზე #1TVSPORT
16 დეკემბერს, მაროკოს ქალაქ მარაკეშში გაიმართება ცერემონია, რომლის დროსაც დააჯილდოებენ აფრიკის 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელს.
მანამდე აფრიკის საფეხბურთო ასოციაციამ დაასახელა საუკეთესო მოთამაშის პრიზზე ხუთი პრეტენდენტი. სია ასე გამოიყურება:
სერუ გირასი (დორტმუნდი, გვინეა)
აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო)
სიმონ ადინგრა (ბრაიტონი, კოტ დ`ივუარი)
ადემოლა ლუკმანი (ატალანტა, ნიგერია)
რონუენ უილიამსი (მამელოდი სანდაუნსი, ს. აფრიკა)
ასევე დასახელდა სამი პრეტენდენტი წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზზე: ემერს ფაიე (კოტ დ’ივუარის ნაკრები), სებასტიან დესაბრე (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები), უგო ბროოსი (სამხრეთ აფრიკია ნაკრები).