ცნობილია ხუთი კლუბი, რომლებმაც ლევანდოვსკის ტრანსფერი შესთავაზეს #1TVSPORT
BARCELONA, SPAIN - MAY 28: Robert Lewandowski of FC Barcelona looks on during the LaLiga Santander match between FC Barcelona and RCD Mallorca at Spotify Camp Nou on May 28, 2023 in Barcelona, Spain. (Photo by David Ramos/Getty Images)
„მილანმა“, „ატლეტიკომ“, „ფენერბახჩემ“, „ჩიკაგო ფაირმა“ და საუდის არაბეთის ერთ-ერთმა კლუბმა ტრანსფერის შესახებ წინადადებით მიმართეს „ბარსელონას“ ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის. ამის შესახებ დაწერა კატალონურმა გამოცემამ, Mundo Deportivo-მ.
ამასთან, პოლონელი ფეხბურთელი, რომელსაც „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება, არ აპირებს საკუთარ მომავალზე ჩამოყალიბებას კლუბის პრეზიდენტის არჩევნებამდე, რომელიც 15 მარტს გაიმართება. გამოცემის ცნობით, ლევანდოვსკი ელოდება ნაბიჯებს „ბარსელონასგან“ და მზად არის თავის ამჟამინდელ კლუბთან ხელშეკრულების გასაგრძელებლად.
რობერტ ლევანდოვსკი 2022 წელს გადავიდა „ბაიერნიდან“ „ბარსელონაში“. ამ სეზონში პოლონელმა ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.