ცნობილია კანდიდატები პროფესიონალ ფეხბურთელთა ვერსიით წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრაზე #1TVSPORT
ცნობილია კანდიდატები პროფესიონალ ფეხბურთელთა ვერსიით წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრაზე #1TVSPORT

გამოქვეყნდა 23 ფეხბურთელისგან შემდგარი სია, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაციის (FIFPro)ს ვერსიით სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრაზე.

მსოფლიო ნაკრების შემადგენლობას ადგენენ ფეხბურთელთა გამოკითხვის შედეგად. საბოლოო ვარიანტი, რომელშიც მოხვდება ერთი მეკარე, სამი მცველი, სამი ნახევარმცველი და სამი ფორვარდი, 15 იანვარს გამოქვეყნდება.

მეკარეები – ტიბო კურტუა (ბელგია, რეალი), ედერსონი (ბრაზილია, მანჩესტერ სიტი), ემილიანო მარტინესი (არგენტინა, ასტონ ვილა);

მცველები – რუბენ დიაში (პორტუგალია, მანჩესტერ სიტი), ვირჯილ ვან დეიკი (ნიდერლანდები, ლივერპული), ედერ მილიტაო (ბრაზილია, რეალი), ანტონიო რიუდიგერი (გერმანია, რეალი), ჯონ სტოუნზი (ინგლისი, მანჩესტერ სიტი), კაილ უოკერი (ინგლისი, მანჩესტერ სიტი);

ნახევარმცველები – ჯუდ ბელინგემი (ინგლისი, რეალი), კევინ დე ბრუინი (ბელგია, მანჩესტერ სიტი), ილქაი გიუნდოგანი (გერმანია, ბარსელონა), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია, რეალი), როდრი (ესპანეთი, მანჩესტერ სიტი), ბერნარდო სილვა (პორტუგალია, მანჩესტერ სიტი), ფედერიკო ვალვერდე (ურუგვაი, რეალი);

ფორვარდები – ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი, ალ-იტიჰადი), ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია, მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ინგლისი, ბაიერნი), კილიან მბაპე (საფრანგეთი, პარი სენ-ჟერმენი), ლიონელ მესი (არგენტინა, ინტერ მაიამი), კრიშტიანო რინალდო (პორტუგალია, ალ-ნასრი), ვინისიუსი (ბრაზილია, რეალი).