ცნობილია ინგლისის თასის მეოთხედფინალური წყვილები #1TVSPORT
ცნობილია ინგლისის თასის მეოთხედფინალური წყვილები #1TVSPORT

ინგლისის თასის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები:

მანჩესტერ სიტი-ბარნლი

მანჩესტერ იუნაიტედი-ფულჰემი

ბრაიტონი-გრიმსბი

შეფილდი-ბლექბერნი

შეხვედრები 18-19 მარტს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ პირველად 2007-08 წლების სეზონის შემდეგ ინგლისის თასის მეოთხედფინალში პრემიერლიგის მხოლოდ ოთხი გუნდი ითამაშებს.

ასევე საინტერესოა ის, რომ 84-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის თასის მეოთხედფინალში გავიდა „გრიმსბი“.