ცნობილია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები #1TVSPORT
ცნობილია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები #1TVSPORT

უძველეს საფეხბურთო ტურნირზე, ინგლისის ასოციაციის თასზე 2024/25 წლის სეზონის მერვედფინალური ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა.

მერვედფინალის ბოლო შეხვედრა დღეს, 3 მარტს „ნოტინგემ ფორესტსა“ და „იფსვიჩ თაუნს“ შორის გაიმართება.

გუშინ გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა შედგა. ნახევარფინალში გასასვლელად გუნდები 29 და 30 მარტს იბრძოლებენ.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები:

„ფულემი“ – „კრისტალ პალასი“
„პრესტონი“ – „ასტონ ვილა“
„ბორნმუთი“ – „მანჩესტერ სიტი“
„ბრაიტონი“ – „ნოტინგემ ფორესტი“/„იფსვიჩ თაუნი“