ცნობილია ფორმულა 1-ის 2026 წლის კალენდარი - 24 რბოლა, მადრიდის დებიუტი, მონაკო ივნისში #1TVSPORT
ცნობილია ფორმულა 1-ის 2026 წლის კალენდარი - 24 რბოლა, მადრიდის დებიუტი, მონაკო ივნისში #1TVSPORT

ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ 2026 წლის სეზონის კალენდარი წარადგინა.

მომავალ წელს პილოტები 24 ეტაპს ჩაატარებენ, როგორც წლევანდელ სეზონში. ჩემპიონატი 8 მარტს ავსტრალიაში დაიწყება და 6 დეკემბერს აბუ-დაბიში დასრულდება.

კალენდარში ადგილი დაკარგა ემილია-რომანიას გრანპრიმ იმოლაში. ფორმულა 1-ში დებიუტი ექნება საქალაქო ტრეკს მადრიდში, სადაც ესპანეთის გრანპრი სექტემბერს გაიმართება. რბოლა ბარსელონაში ახალ სახელწოდებას მიიღებს.

მონაკოს უქმეები, რომელიც, ტრადიციულად, მაისის ბოლოს იმართებოდა, ივნისში გადაიტანეს.

2026 წლის სეზონის კალენდარი:

  1. ავსტრალია – 8 მარტი
  2. ჩინეთი – 15 მარტი
  3. იაპონია – 29 მარტი
  4. ბაჰრეინი – 12 აპრილი
  5. საუდის არაბეთი – 19 აპრილი
  6. აშშ (მაიამი) – 3 მაისი
  7. კანადა – 24 მაისი
  8. მონაკო – 7 ივნისი
  9. ესპანეთი (ბარსელონა) – 14 ივნისი
  10. ავსტრია – 28 ივნისი
  11. ბრიტანეთ – 5 ივლისი
  12. ბელგია – 19 ივლისი
  13. უნგრეთი – 26 ივლისი
  14. ნიდერლანდები – 23 აგვისტო
  15. იტალია – 6 სექტემბერი
  16. ესპანეთი (მადრიდი) – 13 სექტემბერი
  17. აზერბაიჯანი – 27 სექტემბერი
  18. სინგაპური – 11 ოქტომბერი
  19. აშშ (ოსტინი) – 25 ოქტომბერი
  20. მექსიკა – 1 ნოემბერი
  21. ბრაზილია – 8 ნოემბერი
  22. აშშ (ლას ვეგასი) – 21 ნოემბერი
  23. კატარი – 29 ნოემბერი
  24. აბუ-დაბი – 6 დეკემბერი