ცნობილია ევროლიგის ყველაზე ძვირფასი მოთამაშეები
ცნობილია ევროლიგის ყველაზე ძვირფასი მოთამაშეები

საკალათბურთო პორტალმა „იუროჰუპსმა“ (Eurohoops) შეადგინა მომავალი სეზონზე ევროლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების რეიტინგი.

სიაში მითითებული ხელფასი არ არის ოფიციალური. ევროპულ კლუბებს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციისგან განსხვავებით, არ ავალდებულებენ საჯაროდ წარმოადგინონ ეს მონაცემები. მაგრამ ეს რიცხვები დასტურდება რამდენიმე წყაროთი და შეიძლება ზუსტად ჩაითვალოს.

ევროლიგის კლუბების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების რეიტინგი ასე გამოიყურება (თანხა მოცემულია დოლარებში):

1. ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა) – 5.4 მლნ.

2. ალექსეი შვედი (ხიმკი) – 4.0 მლნ.

3. ვალტერ ტავარესი (რეალი) – 3.0 მლნ.

4. ნანდო დე კოლო (ფენერბაჰჩე) – 2.6 მლნ.

5. ნიკ კალატესი (პანათინაიკოსი) – 2.5 მლნ.

6. იან ვესელი (ფენერბაჰჩე) – 2.43 მლნ.

7. სერხიო როდრიგესი (მილანი) – 2.2 მლნ.

8. სერხიო იული (რეალი) – 2.2 მლნ.

9. ალექს აბრინესი (ბარსელონა) – 2.2 მლნ.

10. კოსტას სლუკასი (ფენერბაჰჩე) – 2.03 მლნ.

11. კორი ჰიგინსი (ბარსელონა) – 2.0 მლნ.