ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ტურნირში 20-21 თებერვლის მატჩების შემდეგ ცნობილია ფინალური ტურნირის 24-დან 20 მონაწილე.
ტურნირის მასპინძლები – კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი და ლატვია ავტომატურად მოხვდნენ ევრობასკეტზე.
შესარჩევი ტურნირის მსვლელობისას მათ შეუერთდნენ:
ლიეტუვა, სერბეთი, თურქეთი, იტალია, სლოვენია, ისრაელი, ესპანეთი, ბელგია, პორტუგალია, ესტონეთი, საქართველო, საბერძნეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბოსნია და ჩეხეთი.
ბოლო ოთხი საგზურისთვის ექვსი ნაკრები იბრძოლებს: ისლანდია და უნგრეთი (B ჯგუფი), გერმანია, მონტენეგრო, შვედეთი და ბულგარეთი (D ჯგუფი).