ჩემპიონთა ლიგის ფინალს „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ინტერს“ შორის რუმინელი არბიტრები მოემსახურებიან.
მთავარი მსაჯი იქნება იშტვან კოვაჩი. მას დაეხმარებიან მიხაი მარიკა და ფერენც ტუნიოგი.
მეოთხე არბიტრად იმუშავებს პორტუგალიელი ჟუან პინეირუ. VAR-ის სისტემაზე პასუხისმგებელი იქნებიან დენის ჰიგლერი (ნიდერლანდები) და ასისტენტი კეტელინ პოპა (რუმინეთი).
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართება.