ცნობილია ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩებისთვის #1TVSPORT

00:21, 10.09.2026

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გამოაქვეყნა განაცხადი უახლოესი ამხანაგური მატჩებისთვის. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ დაბალანსებული შემადგენლობის შეკრება სცადა და მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს ახალი სახეები დაამატა.

მეკარეები – უგო სოუზა (კორინთიანსი), პედრო მორისკო (კურიტიბა), ოტავიო (კრუზეირო);

მცველები – არტურ დიაში (ატლეტიკო პარანაენსე), დუგლას სანტოსი (ზენიტი, რუსეთი), გაბრიელ მაგალიაეში (არსენალი, ინგლისი), ჟაირ კუნია (ნოტინგემი, ინგლისი), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), მატეუზინიო ფრანცა (კორინთიანსი), მაურო ჟუნიორი (ეინდჰოვენი, ნიდერლანდები), ვიტორ რეისი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), უესლი ფრანსა (რომა, იტალია);

ნახევარმცველები – ანდრეი სანტოსი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ბრენდო ბიდონი (კორინთიანსი), ბრუნო გიმარაეში (არსენალი, ინგლისი), დანილო დოს სანტოსი (ბოტაფოგო), დუგლას ლუიში (იუვენტუსი, იტალია), გაბრიელ ბონტემპო (სანტოსი), რაფინია (ბარსელონა, ესპანეთი), სამუელ ლინო (ფლამენგო);

ფორვარდები – ენდრიკი (რეალი, ესპანეთი), ესტევაო (ჩელსი, ინგლისი), ვინისიუსი (რეალი, ესპანეთი), ჟოაო პედრო (ჩელსი, ინგლისი), რაიანი (ბორნმუთი, ინგლისი).

ბრაზილიის ნაკრები 25 და 29 სექტემბერს შეხვდება ავსტრალიას, 3 ოქტომბერს კი ინდოეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი