ცნობილია ბრაზილიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა შესარჩევი მატჩებისთვის #1TVSPORT
ცნობილია ბრაზილიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა შესარჩევი მატჩებისთვის #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა სექტემბრის შესარჩევი მატჩებისთვის. გუნდში ექვსი ფეხბურთელია, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვეს – ბრუნო გიმარაეში, კლაუდინიო, მატეუს კუნია, გილერმე არანა, რიშარლისონი და დანი ალვეში.

მეკარეები – ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ვევერტონი (პალმეირასი);

მცველები – დანი ალვეში (სან პაულუ), დანილო (იუვენტუსი, იტალია), ალექს სანდრო (იუვენტუსი, იტალია), გილერმე არანა (ატლეტიკო მინეირო), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), ლუკაშ ვერისიმო (ბენფიკა, ბრაზილია), მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), ტიაგო სილვა (ჩელსი, ინგლისი);

ნახევარმცველები – კაზემირო (რეალი, ესპანეთი), ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), ფრედი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ბრუნო გიმარაეში (ლიონი, საფრანგეთი), ლუკას პაკეტა (ლიონი, საფრანგეთი), კლაუდინიო (ზენიტი, რუსეთი), ევერტონ რიბეირო (ფლამენგო);

ფორვარდები – ნეიმარი (პსჟ, საფრანგეთი), რიშარლისონი (ევერტონი, ინგლისი), რაფინია (ლიდსი, ინგლისი), მატეუს კუნია (ჰერტა, გერმანია), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), გაბრიელ ბარბოზა (ფლამენგო), გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი).

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევში 2 სექტემბერს სტუმრად შეხვდება ჩილეს, 5 სექტემბერს შინ მიიღებს არგენტინას და 7 სექტემბერს ასევე საკუთარ მოედანზე შეხვდება პერუს. სამივე მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.