ცნობილია ბათუმის „დინამოს“ სავარაუდო მეტოქე კონფერენს ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე #1TVSPORT
ცნობილია ბათუმის „დინამოს“ სავარაუდო მეტოქე კონფერენს ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე #1TVSPORT

დღეს, 2 აგვისტოს უეფა-ს კონფერენს ლიგის წილისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა ბათუმის „დინამოს“ სავარაუდო მეტოქე ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე.

გია გეგუჩაძის გუნდი თურქული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, უეფა-ს ახალ ტურნირზე მოსახვედრად ბულგარული „ლოკომოტივი პლოვდივისა“ და დანიურ „კომენჰაგენს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ბულგარეთის ჩემპიონატში ახალი სეზონი ცოტა ხნის წინ გაიხსნა. „ლოკომოტივი პლოვდივს“ კი ორი ტურის შემდეგ ორი მარცხი აქვს და შესაბამისად, ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება „კოპენჰაგენს“, დანიური გუნდი ამ წყვილში, რა თქმა უნდა, ფავორიტია და დიდი ალბათობით, ბათუმელების ბოლო ბარიერიც, „სივასპორთან“ გასვლის შემთხვევაში, ის იქნება. შეგახსენებთ, რომ „კოპენჰაგენის“ რიგებში საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დათა ხოჭოლავა ირიცხება.

ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს „სივასპორის“ წინააღმდეგ 5 აგვისტოს გამართავს, საპასუხო მატჩი კი 12 აგვისტოს გაიმართება.