ცნობილია 2019 წლის საერთაშორისო ჩემპიონთა თასის კალენდარი
ცნობილია 2019 წლის საერთაშორისო ჩემპიონთა თასის კალენდარი

ცნობილი გახდა 2019 წლის საერთაშორისო ჩემპიონთა თასის – საზაფხულო ამხანაგური ტურნირის განრიგი. მასში ევროპის საუკეთესო გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. წელს, მატჩები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში გაიმართება.

აშშ-ში ითამაშებენ – „რომა“, „არსენალი“, „ბაიერნი“, „ჩივასი“, „ბენფიკა“, „ატლეტიკო“ და „მილანი“.
ჩინეთში თავიანთ თამაშებს ჩაატარებენ – „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ინტერ“, „ტოტენჰემი“ და „იუვენტუსი“.

გარდა ამისა, ორი მატჩი ევროპაში გაიმართება. „ტოტენჰემი“ და „ინტერი“ ოთხ აგვისტოს ითამაშებენ ლონდონური კლუბის ახალ სტადიონზე, „ატლეტიკო“ და „იუვენტუსი“ კი 10 აგვისტოს ითამაშებენ სტოკჰოლმში.

საერთაშორისო ჩემპიონთა თასი-2019:

16 ივლისი
აშშ. რომა-ჩივასი

17 ივლისი
აშშ. არსენალი-ბაიერნი

20 ივლისი
ჩინეთი. მანჩესტერ იუნ-ინტერი
აშშ. არსენალი-რომა
აშშ. ბაიერნი-რეალი
აშშ. ბენფიკა-ჩივასი

21 ივლისი
ჩინეთი. იუვენტუსი-ტოტენჰემი

23 ივლისი
აშშ. რეალი-არსენალი
აშშ. ბაიერნი-მილანი
აშშ. ატლეტიკო-ჩივასი

24 ივლისი
ჩინეთი. იუვენტუსი-ინტერი
აშშ. რომა-ბენფიკა

25 ივლისი
ჩინეთი. ტოტენჰემი-მანჩესტერ იუნ

26 ივლისი
აშშ. რეალი-ატლეტიკო

28 ივლისი
აშშ. მილანი-ბენფიკა

3 აგვისტო
ჩინეთი. მანჩესტერ იუნ-მილანი

4 აგვისტო
ინგლისი. ტოტენჰემი-ინტერი

10 აგვისტო
შვედეთი. ატლეტიკო-იუვენტუსი