ცნობილი მექსიკელი ნარკობარონის მეუღლეს უვადო პატიმრობა ემუქრება
ცნობილი მექსიკელი ნარკობარონის მეუღლეს უვადო პატიმრობა ემუქრება

ცნობილი მექსიკელი ნარკობარონის მეუღლეს უვადო პატიმრობა ემუქრება. ხოაკინ გუმანის, იგივე ელ ჩაპოს მეუღლემ, ემმა კორონელ აისპურომ აღიარა, რომ 2015 წელს გუსმანს ციხიდან გაქცევაში დაეხმარა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ვაშინგტონში სასამართლოს წინაშე გამოსვლისას 31 წლის ქალმა ასევე აღიარა, რომ ჩართული იყო ნარკოტიკების დისტრიბუციაში, ფულის გათეთრებასა და სხვა ფინანსურ მაქინაციებში, რომლებსაც ელ ჩაპოს ნარკოკარტელი „სინალოა“ აწარმოებდა.

თუ სასმართლომ დამნაშავედ ცნო, ​ცნობილი ნარკობარონის მეუღლეს შესაძლოა, უვადო პატიმრობა მიუსაჯონ და 10 მილიონი დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრონ.

გუსმანის მეუღლე თებერვალში დააკავეს. მას ბრალი ნარკოტიკების დისტრიბუციაში დასდეს.

თავად 63 წლის ელ ჩაპო ამჟამად კოლორადოს ციხეში იხდის სასჯელს.