ცნობილი მებრძოლების რეაქციები კონორის კარიერის დასრულებაზე
ცნობილი მებრძოლების რეაქციები კონორის კარიერის დასრულებაზე

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა მოულოდნელად კვლავ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ირლანდიელმა საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

„მეგობრებო, გადავწყვიტე, რომ კარიერა დავასრულო. ყველას დიდი მადლობა დაუვიწყარი მოგონებებისთვის. შესანიშნავი მოგზაურობა იყო !“

ამბის გარცელების შემდეგ, კონორის კარიერის დასრულებაზე საკუთარი მოსაზრებები შერეული ორთაბრძოლების ცნობილმა მებრძოლებმა გამოთქვეს.

ბენ ასკრენი – კონორი, ჯონი და ხორხე დანას წინააღმდეგ ! ეს საინტერესო იქნება
ჯასტინ გეიჯი – კიდევ კარგი, რომ ყველა მოხუცებულს ახლა აქვს რეკომენდაცია სახლში ჯდომის
აარონ ოჩალმერსი – წარმატებას გისურვებ მომავალში ყველა საქმეში ! ყველა დროის უდიდესი ჩემპ ჩემპი ! ირლანდიის შემდეგი პრეზიდენტი ?
მაკგრეგორი არ ასრულებს კარიერას. ის მოლაპარაკებებს აწარმოებს
კონორი იმ ყურადღების მოპოვებას ცდილობს, რომელიც ამანდა ნუნესმა დაიმსახურა
ყველას ახლა მოუნდა კარიერის დასრულება. დანა ვაიტ, მე ვარ ნამდვილი მებრძოლი და მზად ვარ ნებისმიერ შევებრძოლო.