ცნობილი გახდა - სად და როდის შეიძლებს NBA-ში გაჩდნენ ახალი გუნდები #1TVSPORT
ცნობილი გახდა - სად და როდის შეიძლებს NBA-ში გაჩდნენ ახალი გუნდები #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) 2028-29 წლების სეზონისთვის შეიძლება 32-მდე გაზარდოს მონაწილე გუნდების შემადგენლობა. როგორც ESPN წერს, მომავალ კვირას შედგება ხმის მიცემა ლიგის გაფართოების საკითხზე.

ცნობილი ინსაიდერის შემს ჩარანიას ინფორმაციით, ახალი გუნდების მხრიდან საწყისი შესატანი თანხა თითოეულისთვის 7-10 მილიარდი დოლარი იქნება. ხმის მიცემის პირველ რაუნდში დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იქნება 30 კლუბის მფლობელთაგან 23 ხმა. საბოლოო ხმის მიცემის პროცედურა წელს მოგვიანებით გაიმართება.

ახალი გუნდების მიღებაზე მთავარ პრეტენდენტებად მიიჩნევიან ქალაქები – ლას ვეგასი და სიეტლი. ლას ვეგასში, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს სპორტულ ქალაქად გადაიქცა, დიდი ხანია მიმდინარეობს ლაპარაკი საკალათბურთო გუნდის შექმნაზე. ამასთან, გუნდის მფლობელი შეიძლება გახდეს „ლეიკერსის“ ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი.

რაც შეეხება სიეტლს, ამ ქალაქის გუნდი „სიეტლ სუპერსონიქსი“ 1967-2008 წლებში თამაშობდა NBA-ში და 1979 წელს ჩემპიონიც გახდა. ამის შემდეგ, გუნდი ოკლაჰომა-სიტიში გადავიდა და ახლა „ოკლაჰომა-სითი თანდერი“ ჰქვია.