ცნობილი გახდა საჩოგბურთო ტურნირის Six Kings Slam-ის შემადგენლობა #1TVSPORT
საუდის არაბეთის გართობის მთავარი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თურქი ალ აშ-შეიხმა დაასახელა საჩვენებელი საჩოგბურთო ტურნირის, 6 Kings Slam-ის შემადგენლობა.
შარშანდელი გამარჯვებულის, იტალიელი იანიკ სინერის გარდა, საუდის არაბეთში ითამაშებს ATP-ის რეიტინგის ტოპექვსეულის კიდევ ხუთი წარმომადგენელი: ესპანელი კარლოს ალკარასი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი, ბრიტანელი ჯეკ დრეიპერი, ამერიკელი ტეილორ ფრიტცი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.
ტურნირი 15-18 ოქტომბერს ქალაქ ერ-რიადში გაიმართება.