ცნობილი გახდა „რეალის“ პრიორიტეტები ნახევარდაცვის გაძლიერებაზე #1TVSPORT
ცნობილი გახდა „რეალის“ პრიორიტეტები ნახევარდაცვის გაძლიერებაზე #1TVSPORT

ესპანურმა გამოცემამ, Mundo Deportivo-მ გამოაქვეყნა მადრიდის „რეალის“ შორტლისტი, რომელიც შედგება ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე პოტენციური ახალბედებისგან. როგორც ირკვევა, ამ მიმართულებით „რეალის“ მთავარი პრიორიტეტია „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ვიტინია.

ამის შემდეგ სიაში მოდიან: როდრი (მანჩესტერ სიტი), ენცო ფერნანდესი (ჩელსი), ალექსის მაკალისტერი (ლივერპული). ნაკლებად პრიორიტეტული ვარიანტებია – ადამ უორტონი (კრისტალ პალასი) და კეეს სმიტი (ალკმაარი).

„რეალს“ განზრახული აქვს 2026 წლის ზაფხულში, მინიმუმ, ერთი ფეხბურთელი შეიძინოს აღნიშნული სიიდან. ამასთან, მადრიდული კლუბი, შეიძლება, დატოვოს ამჟამინდელი შემადგენლობის ზოგიერთმა ნახევარმცველმა.