ცნობილი გახდა ნეიმარის „ბარსელონაში“ დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებების პირველი შედეგები #1TVSPORT
ცნობილი გახდა ნეიმარის „ბარსელონაში“ დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებების პირველი შედეგები #1TVSPORT

„სანტოსის“ ფორვარდმა, ნეიმარმა მკაფიო სიგნალი გაუგზავნა „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს, ჰანს-დიტერ ფლიკსა და სპორტულ დირექტორს, დეკუს იმის შესახებ, რომ სერიოზულად არის განწყობილი კლუბში დაბრუნების მიმართ, – წერს გამოცემა El Nacional-ი.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ვარსკვლავის აგენტმა, პინი ზაჰავიმ, „სანტოსმა“ და „ბარსელონამ“ პირველი მოლაპარაკებები გამართეს, რომლის შედეგადაც წარმოიშვა ნეიმარის კატალონიაში დაბრუნების რეალური შესაძლებლობა, რაც მანამდე არ განიხილებოდა.

ფლიკი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ფორვარდი სჭირდება მის გუნდს, მაგრამ ნეიმარი მზად არის, დათანხმდეს ხელფასის შემცირებას და მიიღოს მეორეხარისხოვანი როლი. წყაროს ცნობით, „ბარსელონას“ პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ნეიმარის „კამპ ნოუზე“ დაბრუნების დიდი სურვილი აქვს.

ნეიმარი „ბარსელონაში“ 2013-17 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე 186 მატჩში 105 გოლი გაიტანა და 76 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.