ცნობილი გახდა NBA-ის „ოლ სტარის“ რეზერვისტების შემადგენლობა #1TVSPORT
ცნობილი გახდა NBA-ის „ოლ სტარის“ რეზერვისტების შემადგენლობა #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გამოაცხადა „ყველა ვარსკვლავის მატჩზე“ სათადარიგო მოთამაშეების ვინაობა.

დასავლეთი

კავაი ლეონარდი (კლიპერსი)

ენტონი დევისი (ლეიკერსი)

დევინ ბუკერი (ფინიქსი)

ენტონი ედვარდსი (მინესოტა)

სტეფენ კარი (გოლდენ სტეიტი)

პოლ ჯორჯი (კლიპერსი)

კარლ-ენტონი თაუნსი (მინესოტა)

აღმოსავლეთი

ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონი)

დონოვან მიტჩელი (კლივლენდი)

ჯეილენ ბრანსონი (ნიუ იორკი)

ბემ ადებაიო (მაიამი)

ჯულიუს რენდლი (ნიუ იორკი)

ტაირიზ მაქსი (ფილადელფია)

პაოლო ბანკერო (ორლანდო)

ბრანსონი, მაქსი და ბანკერო პირველად მიიღებენ მონაწილეობას „ყველა ვარსკვლავის მატჩში“.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე გამოცხადდა „ოლ სტარის“ სასტარტო შემადგენლობები:

დასავლეთი

ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი)

ნიკოლა იოკიჩი (დენვერი)

კევინ დურანტი (ფინიქსი)

ლუკა დონჩიჩი (დალასი)

შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა)

აღმოსავლეთი

იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი)

ჯოელ ემბიდი (ფილადელფია)

ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი)

ტაირიზ ჰალიბერტონი (ინდიანა)

დემიან ლილარდი (მილუოკი)

ლებრონ ჯეიმსისთვის ეს იქნება მე-20 „ოლ სტარი“ კარიერაში, რაც NBA-ის რეკორდია. შეი გილჯეს-ალექსანდერი და ტაირიზ ჰალიბერტონი პირველად აირჩიეს სასტრატო შემადგენლობაში.

დასავლეთი კონფერენციის გუნდის კაპიტანი იქნება ლებრონ ჯეიმსი, აღმოსავლეთის – იანის ანტენტოკუნმპო.

„ყველა ვარსკვლავის მატჩი“ 18 თებერვალს ინდიანაპოლისში გაიმართება.