ცნობილი გახდა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფების შემადგენლობები #1TVSPORT
ცნობილი გახდა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფების შემადგენლობები #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) გამოაქვეყნა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის (U20) ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები. ტურნირი 2025 წლის შემოდგომაზე ჩილეში გაიმართება.

ჯგუფების სრული შემადგენლობა:

A ჯგუფი – ჩილე, ეგვიპტე, იაპონია, ახალი ზელანდია;

B ჯგუფი – ს. კორეა, პანამა, პარაგვაი, უკრაინა;

C ჯგუფი – ბრაზილია, მექსიკა, მაროკო, ესპანეთი;

D ჯგუფი – არგენტინა, ავსტრალია, კუბა, იტალია;

E ჯგუფი – საფრანგეთი, ახალი კალედონია, ს. აფრიკა, აშშ;

F ჯგუფი – კოლუმბია, ნიგერია, ნორვეგია, საუდია არაბეთი.

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩილეში 27 სექტემბრიდან 19 ოქტომბრამდე ჩატარდება. მატჩებს ოთხი ქალაქი უმასპინძლებს: რანკაგუა, სანტიაგო, ტალკე და ვალპარაისო. 1/8 ფინალში გავლენ ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო გუნდი, აგრეთვე ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ურუგვაის ნაკრებია, რომელიც წლევანდელ ჩემპიონატზე ვერ მოხვდა.