ცნობილი გახდა მეორე ეტაპზე საქართველოს ნაკრების მატჩების დაწყების დროები #1TVSPORT
ცნობილი გახდა მეორე ეტაპზე საქართველოს ნაკრების მატჩების დაწყების დროები #1TVSPORT

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი.

1 სექტემბერს ილიას ზუროსის გუნდი 12 საათსა და 30 წუთზე დაიწყებს შეხვედრას გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ, 3 სექტემბერს კი ჩვენი გუნდის მატჩი ავსტრალიის წინააღმდეგ 11 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები K ჯგუფში ითამაშებს, სადაც, პირველი ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით, 3-3 მოგებით ლიდერები არიან გერმანია და სლოვენია, ხოლო 2-2 მოგებით იწყებენ გამოსვლას საქართველო და ავსტრალია.

K ჯგუფში სხვა მატჩების განრიგი ასეთია:

1 სექტემბერი. ავსტრალია-სლოვენია (16:10)

3 სექტემბერი. გერმანია-სლოვენია (15:10)

ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადავა მეოთხედფინალში.