ცნობილი გახდა მენი პაკიაოს სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა
ცნობილი გახდა მენი პაკიაოს სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა

ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს საკრივო ასოციაციის (WBA) ჩემპიონი მენი პაკიაო რამდენიმე მოკრივეს განიხილავს თავის მომავალ მოწინააღმდეგედ. როგორც ფილიპინელი მოკრივის მრჩეველმა შონ გიბონსმა განაცხადა, „პაკმენი“ შეიძლება შეხვდეს – დენი გარსიას, შონ პორტერს, მაიკი გარსიას ან ფლოიდ მეივეზერს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ მომდევნო ორთაბრძოლა პაკიაომ, შესაძლოა, უკვე 2020 წლის გაზაფხულზე ჩაატაროს, რის შესახებაც ფილიპინელ მოკრივეს ადრეც განუცხადებია.

„პაკიაო თავის ოპონენტზე უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება. დღეს ყველაზე რეალურად მოჩანს დენი გარსიას, შონ პორტერისა და მაიკი გარსიას სახელები.

რა თქმა უნდა, ყველაზე სასურველი მეტოქე მეივეზერია. ფლოიდი, მოულოდნელად, გამოჩნდა და გამოაცხადა: „ვბრუნდები 2020 წელს. მექნება ორი ბრძოლა, ერთ-ერთი – პაკიაოსთან“, – მოჰყავს გიბონსის სიტყვები BoxingNews24-ს.