ცნობილი გახდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი გენერალური დირექტორის ვინაობა #1TVSPORT
ცნობილი გახდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი გენერალური დირექტორის ვინაობა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი გენერალური დირექტორი ჟან-კლოდ ბლანი გახდება, – წერს გამოცემა The Athletic-ი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მანჩესტერული კლუბის გენერალური დირექტორი რიჩარდ არნოლდი ტოვებს კლუბს, სადაც 16 წელს სხვადასხვა თანამდებობაზე იმუშავა.

პრესაში ამტკიცებენ, რომ არნოლდის წასვლა უკავშირდება მომავალ გარიგებას – კომპანია Ineos Sports-ის მფლობელის, ჯიმ რეტკლიფის მიერ „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქციათა 25 პროცენტის შეძენას.

არნოლდის შემცვლელი გახდება ბლანი, რომელიც სათავეში უდგას Ineos-ის სპორტულ განყოფილებას. აქამდე ის მუშაობდა აღმასრულებელ დირექტორად „პარი სენ-ჟერმენსა“ და „იუვენტუსში“.