ცნობილი გახდა ლიონელ მესის ხელფასი და კონტრაქტის პირობები „ბარსელონაში“ დაბრუნების შემთხვევაში #1TVSPORT
ცნობილი გახდა ლიონელ მესის ხელფასი და კონტრაქტის პირობები „ბარსელონაში“ დაბრუნების შემთხვევაში #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი „ბარსელონა“ მზად არის, „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს, ლიონელ მესის წელიწადში 25 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასი შესთავაზოს, – ამის შესახებ წერს გამოცემა Sport.es-ი.

წყაროს ცნობით, „ბარსელონა“ არგენტინელს ერთწლიან კონტრაქტს შესთავაზებს კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით. კატალონური კლუბის მიერ შეთავაზებული ხელფასი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება იმას, რაც მესის პარიზულ კლუბში აქვს.

ლიონელის კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2023 წლის ივნისის ბოლოს იწურება, რის შემდეგაც არგენტინელი თავისუფალი აგენტი გახდება. პრესის ცნობით, „ბარსელონას“ გარდა, მესის გაფორმებაში დაინტერესებულია საუდის არაბეთის „ალ-ჰილალი“, რომელიც ფორვარდს წელიწადში 400 მილიონ ევროს სთავაზობს.