ცნობილი გახდა ლიონელ მესის კარიერის განვითარების სამი ვარიანტი
ცნობილი გახდა ლიონელ მესის კარიერის განვითარების სამი ვარიანტი

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა „მარკას“ ინფორმაციით, „ბარსელონას“ კაპიტან ლიონელ მესის  კატალონიურ კლუბში დარჩენის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. წყაროს ცნობით, 33 წლის არგენტინელს კარიერის განვითარების სამი ვარიანტი აქვს.

პირველი – კონტრაქტის გაწყვეტა ამ ზაფხულს. ამასთან, „ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ მზად არის წავიდეს ყველაფერზე, რათა არ დაუშვას მესის სხვა კლუბში გადასვლა. მას არ სურს შევიდეს ისტორიაში იმ პრეზიდენტად, რომლის დროსაც „ბარსელონა“ დატოვა კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელმა.

მეორე – მესი დარჩება „ბარსელონაში“ 2021 წლის ზაფხულამდე, როცა მას უმთავრდება კონტრაქტი კლუბთან. ასეთ შემთხვევაში, ფეხბურთელს იანვრიდან მოყოლებული, უფლება ექნება მოლაპარაკებები აწარმოოს სხვა კლუბებთან. მოვლენათა ამგვარი განვითარებაც არ აწყობს კატალონიელთა ხელმძღვანელობას, რადგან პრესაში მუდმივად გაჩნდება ჭორები არგენტინელის მომავალის შესახებ.

მესამე – კონტრაქტის გაგრძელება. არგენტინელი ელოდება გუნდში არსებულ სიტუაციაზე „ბარსელონას“ ხელმძღვანელობის რეაქციას.

„ბაიერნთან“ 2:8-ის წაგების შემდეგ დაიწერა, რომ მესი ახლოს არის კატალონიური კლუბიდან წასვლასთან.