ცნობილი გახდა „ლევერკუზენის“ მომავალი მწვრთნელის ვინაობა #1TVSPORT

11:32, 08.09.2025

კასპერ იულმანდი, შეიძლება, „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს.

უფრო ადრე გერმანულმა კლუბმა ბუნდესლიგის საწყისი ორი ტურის შემდეგ ერიკ თენ ჰაგი დაითხოვა.

გერმანელი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, 53 წლის დანიელი სპეციალისტი ამ მომენტისთვის ფავორიტია „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

მხარეებს შორის დიდი პროგრესია მოლაპარაკებებში და იულმანდის დანიშვნას მომდევნო კვირას ელოდებიან.

კასპერ იულმანდი ყველაზე მეტად ცნობილია დანიის ნაკრებში (2020-24) მუშაობით, რომელიც 2020 წელს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანა.

მანამდე თენ ჰაგის შემცვლელად დაასახელეს ჩავი, რაული, ჟოზე მოურინიო და ტიაგო მოტა.

მსგავსი