ცნობილი გახდა კანელო ალვარესის მორიგი მეტოქის ვინაობა #1TVSPORT

09:45, 22.11.2021
LAS VEGAS, NEVADA - NOVEMBER 05:  WBC, WBO and WBA super middleweight champion Canelo Alvarez poses on the scale during his official weigh-in at MGM Grand Garden Arena on November 5, 2021 in Las Vegas, Nevada.  Alvarez will defend his titles against IBF super middleweight champion Caleb Plant on November 6, 2021 at the MGM Grand Garden Arena in Las Vegas.   (Photo by Al Bello/Getty Images)

პირველ მძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონმა ოლუნგა მაკაბუმ (28-2, 25KO) განაცხადა, რომ ბრძოლას გამართავს სუპერსაშუალო წონაში მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონ საულ ალვარესთან (57-1, 39KO).

მაკაბუს თქმით, მან მიიღო მექსიკელი მოკრივის წინადადება ბრძოლის ჩატარებაზე.

„შემიძლია განვაცხადო, რომ შევძლებ გამარჯვებას კანელოსთან ბრძოლაში. ეს შესანიშნავი შეხვედრა იქნება, ძალიან საინტერესო კრივის მოყვარულთათვის. ამ შეხვედრას დავთანხმდი იმის გამო, რომ ალვარესი პლანეტის საუკეთესო მოკრივედ მიმაჩნია და მე ყოველთვის მომწონდა საუკეთესოების წინააღმდეგ ჩხუბი“, – განაცხადა მაკაბუმ.

„მექსიკური კრივი რთულია მოწინააღმდეგეებისთვის, მაგრამ არ მავიწყდება, რომ აფრიკა – ეს დიადი ჯუნგლებია. მე დავთანხმდი ოლუნგასთან ბრძოლას და მინდა მას წარმატება ვუსურვო მომავალ დაპირისპირებაში“, – მოჰყავს ალვარესის სიტყვები Boxing Scene-ს.

მსგავსი