მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში უნდა დაბრუნდეს, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მატჩში. ამის შესახებ წერს გამოცემა Universal Madrid-ი.
მადრიდული დერბი 28 სექტემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელმა მხარზე ოპერაცია გადაიტანა. მანამდე რამდენიმე წყარო იტყობინებოდა, რომ ბელინგემი მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში დაუბრუნდებოდა მოედანს. მაგრამ ახლა ნახევარმცველის აღდგენის ვადები შემცირდა.
გასულ სეზონში ბელინგემმა „რეალის“ შემადგენლობაში 58 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.